საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილება 1949 წელს შეიქმნა,   1979 წელს - ჟურნალისტიკის   ფაკულტეტად გადაკეთდა, ხოლო 2005 წლიდან  გაერთიანდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან.  
 
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება მოიცავს ქართულ და ბილინგვურ (ქართულ-რუსულ) საბაკალავრო პროგრამას, ,,ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“,   სამაგისტრო პროგრამებს: „მასკომუნიკაცია და მედიის კვლევები“,  „მედია  და ახალი ტექნოლოგიები“,  ასევე, სადოქტორო პროგრამას ,,მასობრივ კომუნიკაცია.“ 
 
სწავლების სხვადასხვა საფეხურზე  სასწავლო პროგრამები სტუდენტებს სთავაზობს კურსებს, რომლებიც მოიცავს თანამედროვე მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის  პრიორიტეტულ მიმართულებებს.  თეორიულ სწავლებასთან ერთად სტუდენტები მუდმივად  ეუფლებიან პრაქტიკულ გამოცდილებას - გამოსცემენ  ჟურნალ-გაზეთებს,  ამზადებენ აუდიო, ვიდეო და ონლაინპროდუქციას. სტუდენტები შემოქმედებით - პრაქტიკულ გამოცდილებას ეუფლებიან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  არსებულ მულტიმედია ცენტრში.

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება ხელს უწყობს  სტუდენტების  კვალიფიკაციის ზრდას, დასაქმებასა და ცალკეულ მედიაგამოცემებთან თანამშრომლობას.